კონკურსამდე სკოლის შიდა სოციალური სივრცის მდგომარეობის ამსახველი ვიზუალური მასალა:

-       ფოტოები;

-       სურვილისამებრ: ნახაზები/ანაზომები, ვიდეო.

4.2.2. სკოლის შიდა სოციალური სივრცის მოწყობის პროექტი:

-       კონცეფცია (ხედვა) - ტექსტური ნაწილი;

-       გრაფიკული ნაწილი - იგზავნება ინტერიერის ჩანახატების, ინტერიერის განშლების ან ნახაზების ფოტოები ან სკანირებული ვერსიები; მაკეტის შექმნის შემთხვევაში - მაკეტის ფოტო; კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შესრულებული ნამუშევარი და სხვა;

-       პროექტის განმარტებითი ბარათი (ტექსტური ნაწილი). 

4.2.3. პროექტის რეალიზება:

-       პროექტის მიხედვით რეალიზებული სკოლის შიდა სოციალური სივრცის ან მისი ნაწილის* ამსახველი ფოტო და/ან ვიდეო მასალა;

-       მოკლე ტექსტური ანგარიში ჩატარებული სამუშაოების და მონაწილეების შესახებ;

-       პროექტის რეალიზების პროცესის ამსახველი ფოტო და/ან ვიდეო მასალა;

-         სკოლის შიდა სოციალური სივრცის  კონკურსისშემდგომი მოვლა-პატრონობისა და მასზე მუდმივი ზრუნვის მონიტორინგის ხერხების შემოთავაზება.